დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2025-10-29
1. ყვავილები და ყვავილების კომპოზიციები
დაბრუნება არ ხდება. ცოცხალი ყვავილები, ბუკეტები და კომპოზიციები ხასიათდება ფაქიზი ბუნებით და მოკლე ვადით, ამიტომ მათი დაბრუნება ან გაცვლა შეუძლებელია.
2. სუვენირები
სუვენირების დაბრუნება შესაძლებელია ყიდვიდან 5 დღის განმავლობაში, შემდეგი პირობებით:
- ნივთი უნდა იყოს უვნებელი, უტყვილი და სრულ კომპლექტაციაში (პაკეტი/ყუთი/ბროშურა თუ ქონდა). საჭიროა ქვითრის ან შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. გამოირიცხება გამოყენების კვალის, დაზიანების ან ჰიგიენური მიზეზების მქონე ნივთების დაბრუნება.
- მხოლოდ ბანკში თანხის მიღება გსურთ? შეგიძლიათ ნივთი გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი ონლაინ კურიერის მეშვეობით. მთავარია, ნივთი იყოს სრულად დაცული და უვნებელი. ნივთის მიღების შემდეგ ბანკში თანხის დარიცხვას განვახორციელებთ.
3. დეფექტური ან არასწორი ნივთი
თუ მიიღეთ დეფექტური ან შეკვეთასთან შეუთავსებელი სუვენირი, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ და წარმოადგინოთ ფოტო/ვიდეო დადასტურება. შეცვლას ან თანხის დაბრუნებას შევათანხმებთ ადგილზე შემოწმების შემდეგ.
4. ნაღდი ფულით დაბრუნება: თანხის ნაღდი ფულად დაბრუნება ხდება მხოლოდ მაღაზიაში პირადად მოსვლისას, ნივთის დაბრუნებისას.
ბანკში გადარიცხვა: თუ გსურთ თანხის დარიცხვა ბანკის ანგარიშზე, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ნივთი კურიერით ან ნებისმიერი ონლაინ მიწოდების სერვისით. ნივთის მიღებისა და მიღების დადასტურების შემდეგ თანხა ჩაირიცხება თქვენს ბანკის ანგარიშზე.
5. როგორ დავიწყო დაბრუნება
დაბრუნების დასაწყებად დაგვიკავშირდით „დაგვიკავშირდით“ გვერდზე მითითებული არხებით. გთხოვთ წარმოადგინოთ შეკვეთის ნომერი და პროდუქტზე ინფორმაცია.